среда, 5 декабря 2018 г.

რუსეთ-უკრაინის საომარი ვითარება

       1917 წელს რუსეთის სამეფო ხელისუფლების დაცემასთან ერთად უკრაინელმა ხალხმა რამდენიმე სახელმწიფო ჩამოაყალიბა, რომელთა საბოლოოდ გაერთიანება ფაქტიუარდ ვეღარ მოესწრო. 1919 წლის ვერსალის გადაწყვეტილებით დას. უკრაინის დიდი ნაწილი პოლონეთს შეუერთეს. დარჩენილი უკრაინა (ყირიმის გარეშე) საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსით აღმოჩნდა 1922 წელს ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. 1930-იან წლებში კომუნისტური რეპრესიების (ჰოლოდომორი) შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინაში და როსტოვისა და კრასნოდარის მხარეებში გაწყვეტილ ან გადასახლებულ იქნა მილიონობით უკრაინელი, რომელთა ადგილები რუსებმა დაიკავეს. ამის საპასუხოდ უკრაინელმა ხრუშჩოვმა 1954 წელს უკრაინას გადასცა ყირიმი. 1991 წელს უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსიის ლიდერების შეთანხმებით დაიშალა საბჭოთა კავშირი. უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ არსენალზე, სამაგიეროდ რუსეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარებასა და საზღვრების ურღვევობაზე, ანუ რუსეთმა უარი თქვა ყირიმზე პრეტენზიაზე. 2014 წლის დასაწყისში უკრაინის პრორუსულმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, რის შემდეგაც პროდასავლური ამბოხის შედეგად პოსტიდან იქნა ჩამოგდებული, რის შემდეგაც გაიქცა რუსეთში. საპასუხოდ რუსეთის აგენტურის მოწყობილი ამბოხებისა და რუსული სამხედრო ინტერვენციის შედეგად ოკუპირებული იქნა ყირიმი (ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და სევასტოპოლის ოლქი) და დონბასის (დონეცკისა და ლუჰანსკის რაიონები) ნაწილი. ყირიმი რუსეთმა ოფიციალურად შეიერთა, ხოლო დონბასში შექმნა ორი ანკლავი - დონბასისა და ლუჰანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკები. მიუხედავად მრავალი მცდელობისა რუსეთმა ვეღარ შესძლო საოკუპაციო ხაზის შემდგომი გავრცელება მარიუპოლის მიმართულებით, რათა მთელი აზოვის ზღვისპირეთი ეგდო ხელთ. 2018 წელს ქერჩის სრუტეზე ხიდის აგებით რუსეთი ფაქტიურად ხმელეთით გაუერთიანდა ყირიმს, რის შემდეგაც რუსეთი ცდილობს სრუტე დაკეტოს უკრაინული ფლოტისთვის, რათა აზოვიზღვისპირეთი ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციოს და დასუსტებული და გამოფიტული რაიონების მოსახლეობა მორჩილების ხასიათზე დააყენოს.



უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
 დონეცკის და ლუგანსკის რაიონები
 ყირიმი და აზოვის ზღვისპირეთი
უკრაინელთა განსახლება 1920-იან წლებში
უკრაინის ეთნო რუკა 2002 წ.
უკრაინის მოსახლეობის ენები (დედაენის მიხედვით)

უკრაინის ეკონომიკური რუკა