среда, 5 декабря 2018 г.

რუსეთ-უკრაინის საომარი ვითარება

       1917 წელს რუსეთის სამეფო ხელისუფლების დაცემასთან ერთად უკრაინელმა ხალხმა რამდენიმე სახელმწიფო ჩამოაყალიბა, რომელთა საბოლოოდ გაერთიანება ფაქტიუარდ ვეღარ მოესწრო. 1919 წლის ვერსალის გადაწყვეტილებით დას. უკრაინის დიდი ნაწილი პოლონეთს შეუერთეს. დარჩენილი უკრაინა (ყირიმის გარეშე) საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსით აღმოჩნდა 1922 წელს ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. 1930-იან წლებში კომუნისტური რეპრესიების (ჰოლოდომორი) შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინაში და როსტოვისა და კრასნოდარის მხარეებში გაწყვეტილ ან გადასახლებულ იქნა მილიონობით უკრაინელი, რომელთა ადგილები რუსებმა დაიკავეს. ამის საპასუხოდ უკრაინელმა ხრუშჩოვმა 1954 წელს უკრაინას გადასცა ყირიმი. 1991 წელს უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსიის ლიდერების შეთანხმებით დაიშალა საბჭოთა კავშირი. უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ არსენალზე, სამაგიეროდ რუსეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარებასა და საზღვრების ურღვევობაზე, ანუ რუსეთმა უარი თქვა ყირიმზე პრეტენზიაზე. 2014 წლის დასაწყისში უკრაინის პრორუსულმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, რის შემდეგაც პროდასავლური ამბოხის შედეგად პოსტიდან იქნა ჩამოგდებული, რის შემდეგაც გაიქცა რუსეთში. საპასუხოდ რუსეთის აგენტურის მოწყობილი ამბოხებისა და რუსული სამხედრო ინტერვენციის შედეგად ოკუპირებული იქნა ყირიმი (ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და სევასტოპოლის ოლქი) და დონბასის (დონეცკისა და ლუჰანსკის რაიონები) ნაწილი. ყირიმი რუსეთმა ოფიციალურად შეიერთა, ხოლო დონბასში შექმნა ორი ანკლავი - დონბასისა და ლუჰანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკები. მიუხედავად მრავალი მცდელობისა რუსეთმა ვეღარ შესძლო საოკუპაციო ხაზის შემდგომი გავრცელება მარიუპოლის მიმართულებით, რათა მთელი აზოვის ზღვისპირეთი ეგდო ხელთ. 2018 წელს ქერჩის სრუტეზე ხიდის აგებით რუსეთი ფაქტიურად ხმელეთით გაუერთიანდა ყირიმს, რის შემდეგაც რუსეთი ცდილობს სრუტე დაკეტოს უკრაინული ფლოტისთვის, რათა აზოვიზღვისპირეთი ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციოს და დასუსტებული და გამოფიტული რაიონების მოსახლეობა მორჩილების ხასიათზე დააყენოს.



უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
 დონეცკის და ლუგანსკის რაიონები
 ყირიმი და აზოვის ზღვისპირეთი
უკრაინელთა განსახლება 1920-იან წლებში
უკრაინის ეთნო რუკა 2002 წ.
უკრაინის მოსახლეობის ენები (დედაენის მიხედვით)

უკრაინის ეკონომიკური რუკა

пятница, 12 января 2018 г.

სერბთა რესპუბლიკა (ავტონომია ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში)

      1992 წელს იუგოსლავიაში გაჩაღებული სამოქალაქო ომის დროს ბოსნიელმა სერბებმა დაიკავეს ბოსნიის ნახევარზე მეტი და გამოაცხადეს სახელმწიფო „სერბთა რესპუბლიკა“ (სერბსკა). 1995 წელს ომის დასრულების შემდეგ გაეროსა და ნატოს ზეწოლით სერბთა რესპუბლიკამ მოაწერა ხელი დეიტონის ხელშეკრულებას და ბოსნია და ჰერცეგოვინას ფედერაციასთან ერთად შექმნა სახელმწიფო ბოსნია და ჰერცეგოვინა, თუმცა შეინარჩუნა მაღალი ხარისხის ავტონომია. ამასთან ახალ სახელმწიფო ბოსნია და ჰერცეგოვინას მართავს 4 კაციანი საპრეზიდენტო საბჭო, რომელთაგან თითო თითოს ირჩევენ „ბოსნია და ჰერცეგოვინას“ ბოსნიელები და ხორვატები, ერთს სერბთა რესპუბლიკას სერბები და მეოთხე გაეროს წარმომადგენელია. 2000 წელს საბოლოოდ დაზუსტდა საზღვრები და შეიქმნა ბრჩკოს დისტრიქტი, რომელსაც დღემდე მართავს გაერო. ბოსნიელ „სერბთა რესპუბლიკა“ განაგრძობს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, რათა შემდეგ შეუერთდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სერბეთის რესპუბლიკას. ამ გზაზე მისი მოკავშირეა რუსეთი. ამის გამო ბოსნიელ „სერბთა რესპუბლიკა“ აღიარებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას. ბოლო წლებში ბოსნიელ „სერბთა რესპუბლიკა“ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპრეზიდენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. პრეზიდენტი ირჩევა 4 წლით და ორი ვადით. სახალხო სკუბშჩინა (პარლამენტი) ირჩევა ასევე 4 წლით. პრეზიდენტი მილორად დოდიკი ქვეყანას 2010 წლიდან მართავს (მეორე ვადით). პარლამენტში მის პარტიას კი 29 დეპუტატი (ყველაზე მეტი) ჰყავს 2014 წლის არჩევნებიდან გამომდინარე. რესპუბლიკაში სამი სახელმწიფო ენაა (სერბული, ბოსნიური და ხორვატული). ამასთან მინისტრთა საბჭოშიც გათვალისწინებულია ეთნიკური ულფბების დაცვა: 8 მინისტრი სერბი ინიშნება, 5 ბოსნიელი, 3 კი ხორვატი. ეთნიკური და რელიგიური ვითარება ნახეთ ქვემოთ რუკებზე.