среда, 26 апреля 2017 г.

სამხრეთ სუდანი Южный Судан South Sudan

კაფია კინგის რაიონი სადაო ტერიტორიაა სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის. 2011 წელს ის მოხვდა დამოუკიდებელი სამხრეთ სუდანის შემადგენლობაში მაგრამ არ ცნო სუდანმა და 2012 წლის მაისში დაიბრუნა. აშშ მას აკუთვნებს სამხრეთ სუდანს, რუსეთი კი მის მოკავშირე სუდანს. დღეისთვის აკონტროლებს სუდანი. ტერიტორია 12500 კვ.კმ-ია, მოსახლეობა 2010 წელს 16000- აღწევდა.
აბიეის რაიონი სადაო ტერიტორიაა სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის. 2008 წლიდან მართავს ჩრდ. სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი პარტიის წარმომადგენლობა. ეს ორგანიზაცია შეიქმნა სამხრეთ კორდოფანში 2011 წელს სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე და იბრძვის სამხრეთ კორდოფანის სამხრეთ სუდანთან შესაერთებლად და აკონტროლებს აქ გარკვეულ ტერიტორიებს. აბეის რაიონჯს აქვს განსაკუთრებული ადმინისტრაციული სტატუსი, შერეული მმართველობა და მის უსაფრთხოებას იცავს გაეროს ეგიდით ეთიოპელი მშვიდობისმყოფელები. 2013 წლის ოქტომბრის რეფერენდუმით აბეის რაიოდნის 99.9%-მა (65000 კაცმა) ხმა მისცა მის სამხრეთ სუდანთან შეერთებას, თუმცა ეს პროცესი არ დასრულებულა, რადგან ამას არ ეთანხმება სუდანის ხელისუფლება, სამხრეთ სუდანი კი სამოქალაქო ომშია გახვეული. აბიეის რაიონის ფართობია 10546 კვ.კმ, მოსახლეობა 2014 წლის მონაცემით 124300 კაცი.
ილემის სამკუთხედი წარმოადგენს სადავო ტერიტორიას აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთ სუდანს, კენიასა და ეთიოპიას შორის. ტერიტორიის სავარაუდო ფართობი მერყეობს 10320–14000 კმ²-ის ფარგლებში. სახელწოდება მიიღო ანუაკის ტომის ბელადის ილემი აკვონას სახელის მიხედვით. სამკუთხედის ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს კენია, ეთიოპია და სამხრეთი სუდანი. ამჟამად ტერიტორიას ნაწილს აკონტროლებს კენია, ნაწილი კი შეინარჩუნა სამხრეთ სუდანმა.
დავა წარმოიშვა გაურკვეველი ფორმულირების კოლონიური ხელშეკრულების შედეგად, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონში მცხოვრები მომთაბარე ტურკანის ტომის გადაადგილების იდენტიფიცირებას. ამის გამო საზღვარი ივლებოდა 1902. 38, 47 და 1950 წლებში სხვადასხვა ადგილას. საერთაშორისო საზოგადოება ამ სამკუთხედს მთლიანად სამხრეთ სუდანს აკუთვნებს. აღნიშნული სადაო საკიტხების გამო სამხრეთ სუდანის ფართობი მოძრაობს 619745 დან (აბიეის და კაფია კინგის გარეშე) 644329-მდე (აბიეისა და კაფია კინგის ჩათვლით).























Комментариев нет:

Отправить комментарий