2006 წლის კონსტიტუციის საფუძველზე კატალონიის მთავრობის მიერ 2017 წლის 1 ოქტომბერს გამართულ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმში ქვეყნის ესპანეთისგან გამოყოფას ხმა მისცა რეფერენდუმზე მისულთა 91,96%-მა. რეფერენდუმს არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, რადგან ესპანეთის კონსტიტუციით ესპანეთის ავტონომიურ რეგიონებს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ყველა რეგიონი გადაწყვეტს.
კატალონია ესპანეთის სამეფოს უმდიდრესი რეგიონი იყო. მისი ფართობი 32108 კვ კმ-ია, ხოლო მოსახლეობა 7441176 კაცი. ამათგან 35,6% არის კატალონიელი, 45,9% ესპანელი (ანდალუსიის, მურსიისა და ესტრემადურას რეგიონებიდან ჩამოსახლებული), 13,8% აზია-აფრიკა-ამერიკა კონტინენტებიდან და აღმ. ევროპიდან ჩამოსახლებული.
რელიგიის თვალსაზრისით კატალონიის მოსახლეობის 52,4% კათოლიკეა, 18,2% ათეისტი, 12% აგნოსტიკოსი, 7,3% მუსლიმი, 2,5% პროტესტანტი ქრისტიანი, 1,3% ბუდისტი, 1,2% მართლმადიდებელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий