воскресенье, 23 апреля 2017 г.

ევროპა Европа Europe

ევროპის1 სახელმწიფოები
№  სახელმწიფო           დედაქალაქი           ფართობი       მოსახლეობა
1. რუსეთი2 –                        მოსკოვი              17 125191      146 793744
2. თურქეთი –                        ანკარა                     783356        82 003882
3. უკრაინა3 –                         კიევი                      576604        41 976189
4. საფრანგეთი4 –                   პარიზი                   551695        67 055000
5. ესპანეთი5 –                        მადრიდი               504645        46 934632
6. შვედეთი –                          სტოკჰოლმი           449964        10 302984
7. ნორვეგია6 –                        ოსლო                     385186         5 345599
8. გერმანია –                          ბერლინი                357168        83 073100
9. ფინეთი7 (სუომი) –            ჰელსინკი               338454,61     5 525487
10. პოლონეთი –                     ვარშავა                  312679        38 413000
11. იტალია –                          რომი                      301338        60 278616
12. დიდი ბრიტანეთი8 –        ლონდონი             243820        66 435600
13. რუმინეთი –                      ბუქარესტი            238391        19 405156
14. ბელარუსი –                      მინსკი                    207595          9 456200
15. საბერძნეთი (ელადა) –     ათენი                    131957         10 741165
16. ბულგარეთი –                   სოფია                    110994          7 000039
17. ისლანდია –                      რეიკიავიკი            103125             360390
18. უნგრეთი (მადიარორჟეგ) – ბუდაპეშტი          93036           9 772756
19. პორტუგალია9 –               ლისაბონი               92212         10 276617
20. ავსტრია –                         ვენა                          83878,99      8 877036
21. ჩეხეთი –                           პრაღა                       78866         10 668641
22. სერბეთი –                         ბელგრადი              77453           6 963764
23. აზერბაიჯანი10 –               ბაქო                       75142         10 027874
24. ირლანდია –                     დუბლინი                70273           4 921500
25. ლიეტუვა –                       ვილნიუსი               65303           2 793486
26. ლატვია –                          რიგა                        64589           1 910400
27. საქართველო11 –               თბილისი               57383           3 723500
28. ხორვატია –                       ზაგრები                  56594           4 130304
29. ბოსნია&ჰერცეგოვინა –     სარაევო                  51197           3 272000
30. სლოვაკეთი –                     ბრატისლავა          49036           5 450017
31. ესტონეთი –                      ტალინი                 45227            1 324820
32. დანია12 –                         კოპენჰაგენი          42915,7          5 814460
33. ნიდერლანდი13 –            ჰააგა20                   41543          17 354500
34. შვეიცარია14 –                     ბერნი                  41277            8 570146
35. ბელგია –                            ბრიუსელი           30528           11 492764
36. სომხეთი (არმენია) –          ერევანი               29743             2 961600
37. მოლდოვა15 –                     კიშინეუ              29680,5          2 681735
38. ალბანეთი (შკიპიორია) –  ტირანა                 28748             2 862427
39. ჩრდ. მაკედონია –             სკოპიე                  25713             2 057285
40. სლოვენია –                       ლიუბლიანა         20273             2 084301
41. ჩერნოგორია –                   ცეტინე                 13812                622359
42. კოსოვო16 –                        პრიშტინა            10908             1 795666
43. კიპროსი17 –                       ნიქოზია               5896                 864200
44. ლუქსემბურგი –                ლუქსემბურგი      2586,4              613894
45. კ. მენი18 –                          დაგლასი                572                  83014
46. ანდორა –                           ანდორალაველა      468                   76177
47. მალტა –                             ვალეტა                   315,6               493559
48. ლიხტენშტეინი –               ვადუცი                  160,4                 38380
49. ჯერზი18 –                          სენტ-ჰელიერი      116                  106800
50. გერნსი18 –                         სენტ პეტერ პორტ   78                   62506
51. სან მარინო –                      სან-მარინო               61,2                33524
52. მონაკო –                             მონაკო                      2,02              38300
53. ვატიკანი19 –                      ვატიკანი                  0,44                  799

დიდი ბრიტანეთის ქვეყნები
1. ინგლისი –                          ლონდონი           130427          52 234000
2. სკოტლანდი –                     ედინბურგი          78772            5 222100
3. უელსი –                              კარდიფი              20778            3 006400
4. ჩრდ. ირლანდია –               ბელფასტი           13843            1 810865

სეპარატისტული რესპუბლიკები
1. არცახი ­–                               სტეპანაკერტი     11458,38            150932
2. დნესტრისპირეთი –            ტირასპოლი           4163                505153
3. აფხაზეთი –                          სოხუმი                  8432                244832
4. სამხრეთ ოსეთი –                ცხინვალი               3885                   5353
5. ჩრდ. კიპროსი –                   ლეფკოზია             3355                351965

დამოკიდებული ქვეყნები
ნორვეგიის სამფლობელო
1. სვალბარდი&იანმაიენი –    ლონგირი           61022+377             2642
ფინეთის ავტონომიური მხარე
2. ალანდის კ-ბი –                   მარიანჰამნი         1579,79               29489
დანიის ავტონომიური მხარე
3. ფარერის კ-ბი –                   ტორტსხავნი        1395,74               52122
ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია
7. გიბრალტარი –                     გიბრალტარი           6,7                 32193

პირობითი აღნიშვნები
1. ლურჯი ფერით არის ევროკავშირის ქვეყნები.
2. რუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმის ავტონომია (26081 კმ2) და სევასტოპოლი (863,6 კმ2) და მის ფართობსა და მოსახლეობაში ასახულია ეს მონაცემიც. ყირიმის გარეშე მისი ფართობია 17098246.
3. რუსეთის ანექსირებულ მიწებთან ერთად 603549 კმ2.
4. ფართობში არ შედის ზღისიქეთა დეპარტამენტები (გვიანა, მაიოტა, რეუნიონი, გვადელუპა, მარტინიკა), თანამეგობრობები და ტერიტორიები. ზღვისიქეთა მიწებით 632759 კმ2.
5. ფართობში შედის : მელილია, სეუტა და პლაზას დე სობერანია.
6. ფართობში შედის სვალბარდი და იანმაიენი. (მარტო 323782). არ შედის კ. ბუვე ატლანტის ოკეანეში.
7. ფართობში შედის ავტონომიური მხარე ალანდის კუნძულები
8. ფართობში არ შედის გიბრალტარი, მენი, ჯერსი, გერნსი და ზღვისიქეთა ავტონომიები და ტერიტორიები.
9. შედის აზორისა და მადეირას კუნძულები.
10. ფართობში არ შედის არცახი ანუ მთიანი ყარაბაღი.
11. არ შედის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი
12. ფართობში არ შედის ავტონომიური რეგიონები გრენლანდია და ფარერის კუნძულები, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში.
13. ფართობში არ შედის კარიბის ქვეყნები.
14. ფართობში არ შედის სპეციალური ზონა = 7,15 კვ კმ.
15. ფართობში არ შედის დნესტრისპირეთი.
16. აღიარებულია 90 ქვეყნის მიერ და არ შედის გაეროში. ჩრდ. ნაწილში ცხოვრობს 60000 სერბი, რომელიც არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
17. ფართობში არ შედის ჩრდ. კიპროსი. შედის ბუფერული ზონა 345 კვ კმ და ბრიტანეთის სამხედრო ბაზა აკროტირი (123 კმ2) და დეკელია (131 კმ2) (ც. ეპისკოპი). სულ 254 კმ2; 14500კაცი. აქ მოქმედებს ფული ევრო.
18. არიან დიდი ბრიტანეთის მეფის ქვეყნები. ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში.
19. ფართობში არ შედის გაეროში.
20. ეკონომიკური და კულტურული ცენტრი არის ამსტერდამი
21. ეკონომიკური და ძირითადი პოლიტიკური  ცენტრი არის პოდგორიცა.

გაეროს მონაცემებით დასავლეთ ევროპაში 8 დამოუკიდებელი და ეკონომიკურად ძალიან წარმატებული და განვითარებული სახელმწიფოა: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდი, ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, მონაკო.
ენობრივი თვალსაზრისით ფრანგები, შვეიცარიელი ფრანგები და იტალიელები, ბელგიელი ვალონები და ნაწილობრივ ლუქსემბურგელები და მონაკოელები რომანულ ენებზე საუბრობენ. გერმანელები, ავსტრიელები, ნიდერლანდელები, ბელგიელი ფლამანდელები, შვეიცარიელი გერმანელები, ლუქსემბურგელები და ლიხტენშტაინელები კი გერმანულ ენებზე.
მართველობის ფორმით საფრანგეთი უნიტარული ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა; გერმანია და ავსტრია ფედერაცული საპარლამენტო რესპულიკები; ნიდერლანდი და ბელგია ფედერაციული კონსტიტუციური მონარქიებია; ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი და მონაკო უნიტარული კონსტიტუციერი მონარქიები. შვეიცარია კი კონფედერაციული და ნეიტრალური რესპუბლიკაა. იგი არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი არ არის.
ევროკავშირში დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ლიხტენშტეინი, მონაკო და შვეიცარია არ შედის. ვალუტა ევრო კი მხოლოდ ლიხტენშტეინსა და შვეიცარიაში არ არის (ორივეში შვეიცარიული ფრანკია).
ჩრდილოეთ ევროპაში 13 დამოუკიდებელი და 2 კუნძულოვანი ავტონომიური რეგიონი და ერთი ნორვეგიის სამფლობელოა. ესენია: ისლანდია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი, მენი, ჯერზი, გერნსი, ირლანდია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, დანიის ავტონომიური მხარე ფარერის კუნძულები, ფინეთის შვედურენოვანი კუნძულოვანი მხარე ალანდის კუნძულები და ნორვეგიის სამფლობელო სვალბარდი და იან მაიენი.
დანიელები, ნორვეგიელები, ისლანდიელები, შვედები და ფარერელები „ნორმანულ“ (ჩრდილო გერმანული ენა) ხალხებს მიეკუთვნებიან. ფინელები და ესტონელები ფინურ-უგორულ ხალხებს; ლიტველები და ლატველები კი აგრეთვე ერთი ჯგუფის ხალხებია. ირლანდიის ჩრდილო აღმ ნაწილი – ე.წ. ჩრდილოეთ ირლანდია, უელსთან, ინგლისთან და სკოტლანდთან (შოტლანდია) ერთად ქმნის დიდი ბრიტანეთის სამეფოს. აქედან ინგლისელები გერმანულ ენოვანი ხალხია, ხოლო სკოტები, ირლანდიელები და უელსელები კელტური (იგივე გალური).
დიდი ბრიტანეთი, დანია, ნორვეგია და შვედეთი კონსტიტუციურ-მონარქიული საპარლამენტო სახელმწიფოებია. აქედან დანია და ბრიტანეთი ფედერაციული სახელმწიფოებია; ისლანდია, ირლანდია, ესტონეთი, ლატვია და უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკებია, ლიეტუვა ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ხოლო ფინეთი ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა.
ჩრდილო ევროპის ყველა ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოა. შვედეთი, ნორვეგია, დანია და დიდი ბრიტანეთი მუდმივად ყველაზე წარმატებული ქვეყნების სიაშია.
დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის აგრეთვე მისგან მოშორებული კუნძულოვანი ავტონომიური ქვეყნები ფარერი და გრენლანდია, ოღონდ ისინი არ შედიან ევროკავშირში. ბრიტანეთის სამფლობელოები კი ყველა კონტინენტზე მდებარეობს.
მენი, ჯერზი და გერნსი ბრიტანეთის „მეფის საკუთრებაა“, თუმცა არ შედიან დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირში და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. მათ საკუთარი მთავრობა და ევროპაში უძველესი პარლამენტები აქვთ.
ალანდის ავტონომიის მოსახლეობა შვედურენოვანია, თუმცა ფინეთს მიეკუთვნება.
ჩრდილო ევროპის დამოუკიდებელი ქვეყნებიდან ევროკავშირში მხოლოდ ნორვეგია და ისლანდია არ არის, ხოლო ევროს ზონაში მხოლოდ ირლანდია, ფინეთი და ესტონეთი არიან.
გეოგრაფიული თვალსაზრისით სამხრეთ ევროპის სახელმწიფოები 4 ჯგუფად იყოფიან: იბერიის ნახ. კუნძულის ქვეყნები – ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა, გიბრალტარი. აპენინის ნახ. კუნძულის ქვეყნები – იტალია, სან მარინო, ვატიკანი. ბალკანეთის ნახ. კუნძულის ქვეყნები – საბერძნეთი, ალბანეთი, ჩრდ. მაკედონია, სერბია, ბოსნია, ხორვატია, ჩერნოგორია, კოსოვო. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები მონაკო, მალტა, კიპროსი.
სამხრეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ინდოევროპული ენების 2 ჯგუფზე – რომანულ ან სლავურ ენებზე საუბრობენ. რომანულ ენობრივები არიან იტალიელები, ესპანელები, პორტუგალიელები. იტალიურად საუბრობენ აგრეთვე მალტელთა ნაწილი (ნაწილი ინგლისურენოვანია) და სან მარინოელები. კატალონურად საუბრობენ ანდორელები.
სლავურ ენებზე საუბრობენ სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, მაკედონელები, სლოვენები, ჩერნოგორიელები. ყველა მათგანი სამხრეთ სლავებს მიეკუთვნება.
ცალკე ოჯახს წარმოადგენს ალბანური (საუბრობენ ალბანელები და კოსოვოელები) და ბერძნული ენები.
სამხრეთ ევროპაში ერთადერთი არაინდოევროპული ენის მფლობელები არინ ბასკები, რომელთა ენა ძველი იბერიულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება და კავკასიურ ენებს ენათესავება.
სამხრეთ ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობა რამდენიმე წლის წინ ძალიან წარმატებულ და ეკონომიკურად აყვავებულ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, მაგრამ 2008 წლიდან დაწყებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ისინი ძლიერ დააზარალა.
ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, ვატიკანი თეოკრატიული, ანდორას უზენაეს ხელისუფლებად ესპანეთის მეფე და საფრანგეთის პრეზიდენტი ითვლება. პორტუგალია ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დანარჩენებში რესპუბლიკური წყობაა საპარლამენტო მმართველობით.
აღმოსავლეთ ევროპა ყველაზე დიდი რეგიონია და მასში შედიან შემდეგი სახელმწიფოები: რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი. მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. როგორც ვხედავთ უმრავლესობა სლავურენოვანი ქვეყნებია – რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი აღმ სლავები, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი დას სლავები. უნგრელთა ენა ფინურსა და თურქულს ენათესავება, რუმინელები და მოლდოველები რუმინული ენის დიალექტებზე საუბრობენ. თურქები და აზერბაიჯანელები თურქულ ენებზე.
აღმოსავლეთ ევროპა ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია. ევროკავშირში შესვლის მიუხედავად ეკონომიკურ აღმავლობას ნაკლებად განიცდიან რუმინეთი და ბულგარეთი. სხვებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი. რუმინეთი ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

ევროკავშირი
ევროპის მთავარ პოლიტ-ეკონომიკურ გაერთიანებას წარმოადგენს ევროკავშირი. ევროპული ინტეგრაციის (გაერთიანების) იდეა პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა, რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნულ იდეას მაშინ განვითარება არ მოჰყოლია. ევროპული ინტეგრაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1950 წელი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა –გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები.
შედეგად, 1951 წლის 18 აპრილს პარიზში შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო – ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. გადაწყდა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი სუპრაეროვნული (ზეეროვნული) ორგანო, ე.წ. „უმაღლესი ხელისუფლება“ (High Authority), რომელიც განაგებდა ამ ქვეყნებში ნახშირისა და ფოლადის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. უმაღლესი ხელისუფლების პირველ პრეზიდენტად დაინიშნა ჟან მონე.  შეთანხმება  ძალაში 1952 წლის 23 წელს შევიდა და იარსება 2002 წლის 23 ივლისამდე.
1953 წელს შეიქმნა რკინის, ნახშირის, მადნეულის და ჯართის საერთო ბაზარი; იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით, შეიქმნა ფოლადის საერთო ბაზარიც.
ორი წლის შემდეგ, იტალიის ქალაქ მესინაში ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ განეგრძოთ ინტეგრაციის პროცესი (ცნობილია მესინის ინიციატივის სახელით). შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომიტეტი, რომელმაც მოამზადა საფუძველი რომის ხელშეკრულებისათვის, რის შედეგადაც საფუძველი დაედო „ევროპის ეკონომიკური გაერთიანებას“. რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა, აგრეთვე, საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.
1957 წლის 25 მარტს რომში ექვსეულმა ახალი ხელშეკრულებით დაარსდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, ე.წ. „ევრატომი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა, კერძოდ: ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი ქვეყნებისთვის.  შეთანხმება  ძალაში შევიდა 1958 წლის 1 იანვარს.
1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის: „ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების“, „ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა“ და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების – კომისიისა და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“.
1973 წელს „ევროგაერთიანებას“ შეუერთდა დიდი ბრიტანეთი, დანია და ირლანდია; 1981 წელს საბერძნეთი; 1986 წელს ესპანეთი და პორტუგალია.
1992 წლის 7 თებერვალს ნიდერლანდის ქ. მაასტრიხტში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც „ევროპის თანამეგობრობა“ გადაკეთდა „ევროკავშირად“. შემოვიდა ევროპის მოქალაქეობა და თავისუფალი გადაადგილების უფლება, ევროპის საერთო პარლამენტი, ევროპის საერთო ფული – „ევრო“ და სხვ. შეთანხმება ძალაში 1993 წლის 1 ნოემბერს შევიდა.
1995 წელს ევროკავშირში მიიღეს ავსტრია, ფინეთი და შვედეთი; 2004 წელს უნგრეთი, კიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი და ესტონეთი. 2007 წელს ბულგარეთი და რუმინეთი.
20072009 წლებში ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს „ლისაბონის შეთანხმება“, რომლითაც კავშირი ქვეყნებს შორის უფრო მტკიცე გახდა.
2013 წელს ხორვატია ევროკავშირის 28 სახელმწიფო გახდა.
ევროკავშირის ზღვისიქეთა ტერიტორიებს წარმოადგენს: აზორის კ-ბი, მადეირა, სეუტა, მელილია, კანარის კ-ბი, რეუნიონი, მარტინიკა, გვადელუპა, საფრანგეთის გვიანა.
დღეისთვის ევროკავშირის 28 სახელმწიფოს საერთო ფართობია 4381376 კმ2. მოსახლეობა კი 512 596403. სახელმწიფო ენად 24 ენაა.
ევროკავშირი და ევროპის მიმოხილვა
     ევროპა აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათი საზღვარი გადის: ურალის ქედზე, მდ. ურალზე, კასპიის ზღვის სანაპიროზე, კავკასიონის ქედზე, შავ, მარმარილოს, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებზე. ევროპის ფართობი 10 180000 კვ. კმ-ია, ხოლო მოსახლეობა 750 მლნ.
      ევროპა გეო-პოლიტიკური თვალსაზრისით 5 რეგიონად იყოფა: ჩრდილოეთ, სამხრეთ, ცენტრალურ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპად. ევროპაში 48 დამოუკიდებელი, 1 სეპარატისტული (დნესტრისპირეთი), 2 კუნძულოვანი ავტონომიური რეგიონი და 2 „ზღვისიქეთა ტერიტორია“ (გიბრალტარი და სვალბარდი & იანმაიენი).
          ევროპის მთავარ პოლიტ-ეკონომიკურ გაერთიანებას წარმოადგენს ევროკავშირი. 1951 წლის 18 აპრილს პარიზში საფრანგეთმა, გფრ-მ, იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდმა და ლუქსემბურგმა ჩამოაყალიბეს „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება“. შეთანხმება ძალაში 1952 წლის 23 წელს შევიდა და იარსება 2002 წლის 23 ივლისამდე.
1957 წლის 25 მარტს რომში ექვსეულმა ხელი მოაწერა ეკონომიკური თანამეგობრობისა და ატომურ საკითხებში თანამშრომლობის შეთანხმებას. შეთანხბება ძალაში შევიდა 1958 წლის 1 იანვარს. ასე დაარსდა „ევროპის თანამეგობრობა“.
      1973 წელს მას შეუერთდა დიდი ბრიტანეთი, დანია და ირლანდია; 1981 წელს საბერძნეთი; 1986 წელს ესპანეთი და პორტუგალია.
1992 წლის 7 თებერვალს ნიდერლანდის ქ. მაასტრიხტში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც „ევროპის თანამეგობრობა“ გადაკეთდა „ევროკავშირად“. შემოვიდა ევროპის მოქალაქეობა და თავისუფალი გადაადგილების უფლება, ევროპის საერთო პარლამენტი, ევროპის საერთო ფული - „ევრო“ და სხვ. შეთანხმება ძალაში 1993 წლის 1 ნოემბერს შევიდა.
       1995 წელს ევროკავშირში მიიღეს ავსტრია, ფინეთი და შვედეთი; 2004 წელს უნგრეთი, კიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი და ესტონეთი. 2007 წელს ბულგარეთი და რუმინეთი.
2007-2009 წლებში ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს „ლისაბონის შეთანხმება“, რომლითაც კავშირი ქვეყნებს შორის უფრო მტკიცე გახდა.
         2013 წელს ხორვატია ევროკავშირის 28 სახელმწიფო გახდა.
    ევროკავშირის ზღვისიქეთა ტერიტორიებს წარმოადგენს: აზორის კ-ბი, მადეირა, სეუტა, მელილია, კანარის კ-ბი, რეუნიონი, მარტინიკა, გვადელუპა, საფრანგეთის გვიანა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან: ისლანდია, სერბია, ჩერნოგორია, მაკედონია და თურქეთი, ხოლო აპლიკანტის სტატუსი აქვს ალბანეთს.
ევროს ზონაში არიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, კიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდი, პორტუგალია, სლოვაკია, სლოვენია, ესპანეთი, ჩერნოგორია, კოსოვო, ანდორა, მონაკო, სან მარინო, ვატიკანი.
    ევროკავშირის დე-ფაქტო დედაქალაქს წარმოადგენს ბრიუსელი. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრებია აგრეთვე ლუქსემბურგი და სტრასბურგი.
    დღეისთვის ევროკავშირის ფართობია 4 381376 კვ კმ. მოსახლეობა 508 მლნ. სახელმწიფო ენად კი 24 ევროპული ენაა.
     გაეროს მონაცემებით დასავლეთ ევროპაში 8 დამოუკიდებელი და ეკონომიკურად ძალიან წარმატებული და განვითარებული სახელმწიფოა: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდი, ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, მონაკო.
   ენობრივი თვალსაზრისით ფრანგები, შვეიცარიელი ფრანგები და იტალიელები, ბელგიელი ვალონები და ნაწილობრივ ლუქსემბურგელები და მონაკოელები რომანულ ენებზე საუბრობენ. გერმანელები, ავსტრიელები, ნიდერლანდელები, ბელგიელი ფლამანდელები, შვეიცარიელი გერმანელები, ლუქსემბურგელები და ლიხტენშტაინელები კი გერმანულ ენებზე.
     მართველობის ფორმით საფრანგეთი უნიტარული საპრეზიდენტო რესპუბლიკაა; გერმანია და ავსტრია ფედერაცული საპარლამენტო რესპულიკები; ნიდერლანდი და ბელგია ფედერაციული კონსტიტუციური მონარქიებია; ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი და მონაკო უნიტარული კონსტიტუციერი მონარქიები. შვეიცარია კი კონფედერაციული და ნეიტრალური რესპუბლიკაა. იგი არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი არ არის.
       ევროკავშირში დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ლიხტენშტაინი, მონაკო და შვეიცარია არ შედის. ვალუტა ევრო კი მხოლოდ ლიხტენშტაინსა და შვეიცარიაში არ არის (ორივეში შვეიცარიული ფრანკია).
ჩრდილოეთ ევროპაში 13 დამოუკიდებელი და 2 კუნძულოვანი ავტონომიური რეგიონი და ერთი ნორვეგიის სამფლობელოა. ესენია: ისლანდია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი, მენი, ჯერზი, გერნსი, ირლანდია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, დანიის ავტონომიური მხარე ფარერის კუნძულები, ფინეთის შვედურენოვანი კუნძულოვანი მხარე ალანდის კუნძულები და ნორვეგიის სამფლობელო სვალბარდი და იან მაიენი.
       დანიელები, ნორვეგიელები, ისლანდიელები, შვედები და ფარერელები „ნორმანულ“ (ჩრდილო გერმანული ენა) ხალხებს მიეკუთვნებიან. ფინელები და ესტონელები ფინურ-უგორულ ხალხებს; ლიტველები და ლატველები კი აგრეთვე ერთი ჯგუფის ხალხებია. ირლანდიის ჩრდილო აღმ ნაწილი - ე.წ. ჩრდილოეთ ირლანდია, უელსთან, ინგლისთან და სკოტლანდთან (შოტლანდია) ერთად ქმნის დიდი ბრიტანეთის სამეფოს. აქედან ინგლისელები გერმანულ ენოვანი ხალხია, ხოლო სკოტები, ირლანდიელები და უელსელები კელტური (იგივე გალური).
     დიდი ბრიტანეთი, დანია, ნორვეგია და შვედეთი კონსტიტუციურ-მონარქიული საპარლამენტო სახელმწიფოებია. აქედან დანია და ბრიტანეთი ფედერაციული სახელმწიფოებია; ისლანდია, ირლანდია, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკებია, ხოლო ფინეთი ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა.
ჩრდილო ევროპის ყველა ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოა. შვედეთი, ნორვეგია, დანია და დიდი ბრიტანეთი მუდმივად ყველაზე წარმატებული ქვეყნების სიაშია.
        დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის აგრეთვე მისგან მოშორებული კუნძულოვანი ავტონომიური ქვეყნები ფარერი და გრენლანდია, ოღონდ ისინი არ შედიან ევროკავშირში. ბრიტანეთის სამფლობელოები კი ყველა კონტინენტზე მდებარეობს.
   მენი, ჯერზი და გერნსი ბრიტანეთის „მეფის საკუთრებაა“, თუმცა არ შედიან დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირში და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. მათ საკუთარი მთავრობა და ევროპაში უძველესი პარლამენტები აქვთ.
ალანდის ავტონომიის მოსახლეობა შვედურენოვანია, თუმცა ფინეთს მიეკუთვნება.
         ჩრდილო ევროპის დამოუკიდებელი ქვეყნებიდან ევროკავშირში მხოლოდ ნორვეგია და ისლანდია არ არის, ხოლო ევროს ზონაში მხოლოდ ირლანდია, ფინეთი და  ესტონეთი არიან.
     გეოგრაფიული თვალსაზრისით სამხრეთ ევროპის სახელმწიფოები 4 ჯგუფად იყოფიან: იბერიის ნახ. კუნძულის ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა, გიბრალტარი. აპენინის ნახ. კუნძულის ქვეყნები - იტალია, სან მარინო, ვატიკანი. ბალკანეთის ნახ. კუნძულის ქვეყნები - რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მაკედონია, სერბია, ბოსნია, ხორვატია, ჩერნოგორია, კოსოვო. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები მონაკო, მალტა.
      სამხრეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ინდოევროპული ენების 2 ჯგუფზე - რომანულ1 ან სლავურ ენებზე საუბრობენ. რომანულ ენობრივები არიან იტალიელები, ესპანელები, პორტუგალიელები. იტალიურად საუბრობენ აგრეთვე მალტელთა ნაწილი (ნაწილი ინგლისურენოვანია) და სან მარინოელები. კატალონურად საუბრობენ ანდორელები.
      სლავურ ენებზე საუბრობენ სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, მაკედონელები, სლოვენები, ჩერნოგორიელები. ყველა მათგანი სამხრეთ სლავებს მიეკუთვნება.
ცალკე ოჯახს წარმოადგენს ალბანური (საუბრობენ ალბანელები და კოსოვოელები) და ბერძნული ენები.
სამხრეთ ევროპაში ერთადერთი არაინდოევროპული ენის მფლობელები არინ ბასკები, რომელთა ენა ძველი იბერიულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება და კავკასიურ ენებს ენათესავება.
        სამხრეთ ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობა რამდენიმე წლის წინ ძალიან წარმატებულ და ეკონომიკურად აყვავებულ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, მაგრამ 2008 წლიდან დაწყებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ისინი ძლიერ დააზარალა.
         ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, ვატიკანი თეოკრატიული, ანდორას უზენაეს ხელისუფლებად ესპანეთის მეფე და საფრანგეთის პრეზიდენტი ითვლება. დანარჩენებში რესპუბლიკური წყობაა საპარლამენტო მმართველობით.
         აღმოსავლეთ ევროპა ყველაზე დიდი რეგიონია და მასში შედიან შემდეგი სახელმწიფოები: რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი. მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი. როგორც ვხედავთ უმრავლესობა სლავურენოვანი ქვეყნებია - რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი აღმ სლავები, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი დას სლავები. უნგრელთა ენა ფინურსა და თურქულს ენათესავება, რუმინელები და მოლდოველები რუმინული ენის დიალექტებზე საუბრობენ.
 აღმოსავლეთ ევროპა ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია. ევროკავშირში შესვლის მიუხედავად ეკონომიკურ დაღმავლობას განიცდიან რუმინეთი და უნგრეთი. სხვებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.


1. რომანულ ენებს მიეკუთვნება ესპანური, ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური, რუმინული, კატალონური,  გალისიური, ოქსიტანური, სარდინიული, ფრიულური და რამდენიმე წვრილი ენა.




















ევროპის რეგიონები







ადრიატიკის ზღვა
აღმოსავლეთ ევროპა


ბალკანეთი



ბალტიისპირეთი

ბარენცის ზღვა
ბენილუქსი


ბოსფორის სრუტე

ბრიტანეთი






გიბრალტარის სრუტე


დარდანელის სრუტე

დასავლეთ ევროპა



იბერიის ნკ.

იტალია, ავსტრია, შვეიცარია
კარის ზღვა
კარპატები
პირენეები
სამხრეთ ევროპა

ევროპის ეკონომიკური რუკები


სკანდინავია და ჩრდ. ევროპა




ცენტრალური ევროპა

Комментариев нет:

Отправить комментарий